აკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვას საფუძვლად პერსონალური ინტერესები ედოს

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აკაკნი მინაშვილი მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვის თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს აკრძალვა საზოგადოების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ უნიათო მთავრობის ძალიან სახიფათო გადაწყეტილება, რომელიც ქალაქის მერმა, დავიტ ნარმანიამ გააჟღერა და მარჯვენა საჭიანი მანქანების აკრძალვას ეხება. მთელი 2 წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ქვეყნის განვიათრებაზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე იზრუნოს, მთავარ ფოკუსს დამატებითი შეფერხებებისა და პრობლემების შექმნაზე აკეთებენ.

იცით, რომ ავტომანქანები მხოლოდ კომფორტის საშუალება არაა და მას საქართველოში შემოსავლის დატვირთვაც აქვს. ეს რეგულაცია კი, კიდევ უფრო დუხჭირს გახდის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენლების პერსონალური ინტერესები ედოს. ეს არის მოსახლეობისთვის დამატებით შექმნილი პრობლემები იმის ფონზე, რომ ქვეყანაში გაჩერებულია უამრავი პროექტი, არაა სამუშაო ადგილები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ლარი დღითიდღე უფასურდება. მთავრობამ კი ამ 2 წლის განმავლობაში, არათუ იზრუნა საკუთარ მოქალაქეებზე, არამედ პირიქით – ისინი დაკავებულები არიან საკუთარ კეთილდღეობასა და ნათესავებზე ზრუნვით. პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას იმისთვის, რომ თვითონ ცხოვრობდნენ კარგად და ყველა დანარჩენს საქართველოში უჭირდეს”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა და დასძინა, რომ ასეთ ადამიანებს ხელისუფლებაში ყოფნის შანსი არ აქვთ. მისივე თქმით, მათ ძალიან მალე მოუწევთ იმ პოზიციების დატოვება, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ.

banner
წინა სტატიაში,,ვიმედოვნებ საბერძნეთი ჭკუის სასწავლებლად ჩაიძირება,,
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ცხოვრება გვაძლევს საშუალებას, ვნახოთ და გამოცდილებად ვაქციოთ კარგიც და ცუდიც