ვიდეო–პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება

პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება

რატომ არ მივიდა პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015-ის” გახსნის ცერემონიალზე?

როგორც მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა, ის ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება.ბუნებრივია, როგორც მოქალაქე, ვარ აღტაცებული ამ წარმატებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. მე უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლით და კონკრეტული ვალდებულებები გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული. მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაში, თუმცა არ მოხერხდა. მე არ მიმაჩნია, რომ ამ დეტალმა რამენაირად ჩრდილი უნდა მიაყენოს ამ ზეიმს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

https://youtu.be/kfdPSCkR-4g

banner
წინა სტატიაშირამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიავიდეო– თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“