ვახტანგ გომელაური პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ყვარელში პოლიციის მიერ 32 წლის მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამედიცინო დასკვნის მიხედვით ოთარ სეფაშვილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

მისივე თქმით სეფაშვილის ძმას, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა მსგავსი პრეტენზია არ გამოუთქვამს. როგორც მინისტრმა განმარტა იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრების მხრიდან ოფიციალური საჩივარი დაფიქსირდება აღნიშნულ ფაქტზე დაიწყება გამოძიება.

გომელაურის თქმით მიუხედავად საჩივრის არარსებობისა ის საკითხით მაინც დაინტერესდა და ინფორმაცია მოიძია, რომლის მიხედვითაც პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება არ გადაუმეტებიათ.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში მცხოვრები 32 წლის ოთარ სეფაშვილის ოჯახის წევრები ყვარლის პოლიციის უფროსს, გიორგი ფარეშიშვილს და სხვა თანამშრომლებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში ნაპოვნი ვეფხვის ლეში+ფოტო
შემდეგი სტატია“აბრეშუმის გზის აღდგენა სწორედ მსგავსი პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს”