“აბრეშუმის გზის აღდგენა სწორედ მსგავსი პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს”

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.

“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული 962 მეტრი სიგრძის გვირაბი, საქართველოს მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა და “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელისგან პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ხარაგაულში, სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან” ახალი გვირაბის გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, აღნიშნული პროექტით, რომელიც დაახლოებით 700 მილიონი ლარი ჯდება, სამჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა.

„იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, პორტებთან ერთად, ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს დამატებითი ტვირთის გატარების შესაძლებლობა. თავდაპირველი პროექტი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ტვირთგამტარიანობა მცირდებოდა 50%-ით. აღნიშნული პროექტით, რომელიც ჯდება დაახლოებით 700 მილიონი ლარი, სამჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი არის ადგილმდებარეობა, რომლის გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა სწორედ მსგავსი პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაიჭრება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოში რკინიგზის არსებობიდან დღემდე არსებობს. კერძოდ, შესაძლებელი იქნება ერთლიანდაგიანი მონაკვეთის ორლიანდაგიანად გადაკეთება.

“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. საერთო ჯამში, 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 700 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაპროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო