ვახტანგ გომელაური: ბატონო პრემიერო ვეცდები გავამართლო თქვენი და ჩვენი მოქალაქეების იმედი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური ნდობისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის.
როგორც გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასახელების შემდეგ, პრემიერთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეცდება როგორც მთავრობის მეთაურის, ისე საზოგადოების ნდობა გაამართლოს. ”
“მადლობა ბატონო პრემიერო გამოხატული ამხელა ნდობისთვის, თუმცა მე მჭირდება მთავრობის მხარდაჭერაც და იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ. ასევე, მჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. ბატონო პრემიერო ვეცდები გავამართლო თქვენი და ჩვენი მოქალაქეების იმედი. ეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპული სამსახური იქნება, რადგან სხვადასხვა დეპარტამენტი ერთიანდება და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახო არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას
შემდეგი სტატიასაროკინი, ტუშბა და ქურდული სიყვარული