საროკინი, ტუშბა და ქურდული სიყვარული

დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!

დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას გამგებლის ვიტალი საროკინის მოადგილეს, ოჩამჩირელს აფხაზს ვინმე ტუშბას, სოფლის მოსახლეობასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
,,თაიმერის,, წყაროს ცნობით, ჩხუბში მონაწილე მეორე ოტობაიელები ,,შავი სამყაროს,, წარმომადგენლები, ე.წ. სოფლის “მაყურებელები” იყვნენ და დაპირისპირებამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ სიტუაციის განსამუხტავად “შავი სამყაროს” მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართვა გახდა საჭირო.
წყაროს ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ საროკინი და ტუშბა სოფელ მეორე ოტობაიაში აღარ გამოჩენილან. ხვალ სოფლის მოსახლეობა გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, თემურ ნადარაიასთან ელოდება შეხვედრას, სადაც სავარაუდოდ ეს საკითხი უნდა განიხილონ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: ბატონო პრემიერო ვეცდები გავამართლო თქვენი და ჩვენი მოქალაქეების იმედი
შემდეგი სტატიაქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა