„ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, ოფიციალური ვიზიტი მაქვს დაგეგმილი“

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი ურთიერთობების განხილვას საჭიროდ მიიჩნევს.

საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან დღეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ისაუბრა.

„ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას. ოფიციალური ვიზიტი მაქვს დაგეგმილი. ქართველებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად კარგი პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა შევხვდეთ და სერიოზულად განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს აპრილში ეწვევა.

ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრის ლეონიდ ზაიაცის თქმით, ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი აპრილში იგეგმება და მოსალოდნელია, რომ ის ქართველ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში ლუკაშენკოს ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ვიზიტის ინიციატორი ბელორუსის მხარეა. განხორციელების შემთხვევაში ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა და ენერგო პრო ჯორჯია+ ფოტო
შემდეგი სტატიარამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება