რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

“თელასის” ცნობით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 12:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქაიროს და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, მარჯვენა სანაპიროს, საქანელას, ჭანტურიას და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაში„ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, ოფიციალური ვიზიტი მაქვს დაგეგმილი“
შემდეგი სტატიაგიგლა ბარამიძე: ს არ არის ის კაცი, რომელიც თბილისის სახეს უნდა წარმოადგენდეს