ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა

vakeeeამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა.
არსებული ინფორმაციით, მხოლოდ სვანიძის ქუჩაზე უსახლკაროდაა დარჩენილი 25 ოჯახი, ხოლო დანარჩენები წყნეთის ქუჩაზე.

სვანიძის ქუჩაზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 4 ადამიანია გარდაცვლილი და რამდენიმე დაკარგულის ძებნა მიმდინარეობს. დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას, მისი განცხადებით, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან აღწერა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არამდგრადი ამინდი კვირის დასაწყისამდე გაგრძელდება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: დედაქალაქს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალი მიადგა