დავით ნარმანია: დედაქალაქს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალი მიადგა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

narmaniaa2 narmaniaaaთბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად დედაქალაქს დაახლოებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალი მიადგა. მისივე განმარტებით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ნარმანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის რვა ადამიანია გარდაცვლილი.

„გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით ზარალის მოცულობის ზუსტი დადგენა შეუძლებელია. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე ათეული მილიონი ლარია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რვა ადამიანია“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშივაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა
შემდეგი სტატიასტიქიის გამო საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა