“ეს უფრო მუშტების ქნევაა ნატოსა და ამერიკისთვის” – შარაშენიძე რუსეთის ახალ დოქტრინა

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე რუსეთის ახალ დოქტრინას და სამხედრო საზღვაო სტრატეგიას მოსკოვის მხრიდან „მორიგ ბაქიბუქს უწოდებს“.

მისი თქმით, რუსეთს არანაირი ძლიერი ფლოტი არ ჰყავს, რომ გაძლიერდეს ატლანტიკის ოკეანეში.

„ეს არის მათი მორიგი ბაქიქუბი. არანაირი ძლიერი ფლოტი არ ჰყავს რუსეთს, რომ გაძლიერდეს ატლანტიკის ოკეანეში. ძირითადად ისინი ყურადღებას გადაიტანენ კასპიის ზღვაზე, რადგან იქ აშენდეს თურქულ-აზერბაიჯანული მილსადენი, რომ მერე არ გაკეთდეს ნაბუკო. მისი აგრესია, ბუნებრივია მიმართული იქნება უმეტესად რეგიონში. სასიამოვნო არ არის, რომ ისინი შავ ზღვაზეც გააძლიერებენ თავიანთ პოზიციებს. როდესაც ჩვენ გვყავს რუსული ჯარი თბილისიდან 40 კილომეტრში, ბუნებრივია ჩვენთვის ნაკლებად სახიფათოა. ეს უფრო არის მუშტების ქნევა ნატოსთვის და ამერიკისთვის“, – განაცხადა შარაშენიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. ამის შესახებ, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.
მისი თქმით, დოქტრინაში ცვლილებები მსოფლიოში პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებებმა გამოიწვია. დოქტრინაში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ატლანტიკური და არქტიკული მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოვზანაძე სუვერენული ფონდების კონფერენციაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიადასკვნის მიხედვით, ვერეს ხეობაში 13 ივნისის ღამით 100 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა