“ეს უკიდურესად სამწუხაროა”–იაპონიის პრემიერ-მინისტრი

იაპონიის პრემიერ-მინისტრ

იაპონიის პრემიერ-მინისტრიაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის კურილიის კუნძულზე ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, მედვედევის ვიზიტი იაპონიის პოზიციის წინააღმდეგია და იაპონელების გრძნობებს ჭრილობას აყენებს. “ეს უკიდურესად სამწუხაროა” – განაცხადა აბემ.

შაბათს პრემიერმა მედვედევმა კუნძული იტრუპი სამუშაო ვიზიტით მოინახულა, რამაც იაპონიის მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია. იაპონიის საგარეო უწყების მეთაურმა ფუმიო კისიდამ რუსეთის ელჩს ოფიციალური პროტესტი გადასცა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კურილიის ყველა კუნძული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, თუმცა იაპონია დღემდე სადავოდ თვლის იტურუპს, კუნაშირს, შიკოტანს და ხამობაის კუნძულების ჯგუფს.
მოსკოვში, ამავე დროს განაცხადეს, რომ რუსეთის ოფიციალური პირები კურილიის კუნძულებზე სამუშაო ვიზიტს აგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიკომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 2.38 ლარიდან იწყება
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: მთავრობამ მოსახლეობა და ქვეყანა გააღარიბა ამიტომ ის უნდა გადადგეს