ზურაბ მელიქიშვილი: მთავრობამ მოსახლეობა და ქვეყანა გააღარიბა ამიტომ ის უნდა გადადგეს

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 40%-ითაა გაუფასურებული. აქედან ზაფხულის პერიოდში ვალუტის კურსის ვარდნამ 5% შეადგინა.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას დაპირდა ზაფხულში, ტურისტული სეზონის გამოყენებით გარკვეულწილად ლარის გამყარებას შეუწყობდნენ ხელს, პირიქით მოხდა და ლარი ამ პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება მოსახლეობის გაღარიბებაზე. აღნიშნულის მიზეზი კი ხელისუფლების მხრიდან გეგმის არ ქონა, პროცესების არაადეკვატურად შეფასება და უუნარობაა.
შემცირებულია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის ექსპორტი, ინვესტიციები, რაც პირდაპირ ურტყამს ლარის კურსს.იზრდება ფასები, უმუშევრობა და მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაც ღარიბდება.
რადგან ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის დაძლევის გეგმა არ აქვს, პირიქით – ის ამ წლების განმავლობაში ისეთ რეგულაციებს ღებულობდა, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას პირდაპირ ბლოკავდა, ჩვენ მის გადადგომას მოვითხოვთ. ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და არჩევნები დაინიშნოს.

banner
წინა სტატიაში“ეს უკიდურესად სამწუხაროა”–იაპონიის პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატიაიაპონიაში ტაიფუნს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა