“ეს კანონპროექტი არ არის დაწერილი პარლამენტში,“ – რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

ეროვნული ბანკის დანგრევის მცდელობად აფასებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზედემხედველობის სამსახურის გამოყოფის ინიციატივას.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის ბიზნესის მთლიანად გაკონტროლების მცდელობა.

„ეს არის გაუარესებისაკენ გადადგმული ნაბიჯი, ბიზნესის და ადამიანის თავისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული. ეს კანონპროექტი არ არის დაწერილი პარლამენტში,“ – აცხადებს რომ გოცირიძე.

ის ეჭვს გამოთქვამს, რომ „ე.წ. ბრჭყალებში ავტორებს“ ის თვალითაც არ უნახავთ. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ დაწერა პროექტი, გოცირიძე პასუხობს: „ალბათ, მფრინავმა თეფშმა დაწერა.”

banner
წინა სტატიაშითბილისობაზე, თბილისში ალა პუგაჩოვა კონცერტს გამართავს
შემდეგი სტატიამოსკოვში ამერიკელი პიზნესმენი მანქანის გატაცების ბრალდებით დააკავეს