მოსკოვში ამერიკელი პიზნესმენი მანქანის გატაცების ბრალდებით დააკავეს

Mercedes-Benz-S500-07ორიოდე დღის წინ მოსკოვის მილიციამ დააკავა 1961 წელს დაბადებული აშშ-ს მოქალაქე, ლოს ანჯელესის მკვიდრი პეტროს ს. რომელიც ბიზნესმენი და კალიფორნიაში დაფუძნებული ერთერთი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია.

აშშ-ს მოქალაქეს, რომელსაც მოსკოვში ბინადრობის უფლებაც ჰქონდა, რუსეთის პოლიცია ავტომობილ Mercedes S-500-ის გატაცებას ედავება. მოსკოვის პოლიციის მაღალჩინოსნის განმარტებით, ამერიკის მოქალაქემ, ისარგებლა რა  რუსეთის ერთერთი კომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალბატონის ნაცნობობითა და კეთილგანწყობით, მისი ავტომობილი მოტყუებით მიითვისა.

სხვა ინფორმაციას დაკავებულ ამერიკელ მოქალაქეზე, პოლიცია ამ მომენტისთვის არ ასაჯაროვებს.

banner
წინა სტატიაში“ეს კანონპროექტი არ არის დაწერილი პარლამენტში,“ – რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე
შემდეგი სტატიათეიმურაზ გაბაშვილი ,,როლან გაროსის,, მეორე წრეში გავიდა