“ეს არის სიცრუის ბრძოლა სიმართლის წინააღმდეგ”-ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრობს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმის მორიგი პროცესი იმართება. ხმაური იყო სასამართლო პროცესზე, რაც დაცვის მხარის მიერ დაყენებულ მოთხოვნას მოჰყვა. მათ მოითხოვეს მოსამართლის აცილება, ვინაიდან ადვოკატების განცხადებით ბესიკ ბუგიანიშვილმა არაერთხელ ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციებს და ამიტომ ადვოკატებს მოსამართლის ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.

მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოზე დღეს დაიკითხა კომპანია სპეცკავშირმშენის წარმომადგენელი. ეს არის პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ავთანდილ ჭოლოკავას კომპანია, რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ სილქნეტის სასარგებლოდ უთხრა უარი. სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მოტივი კომპანიის წარმომადგენლობისთვის გაუგებარია.

თავადაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია კი საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და ავთანდილ ჭოლოკავას ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს.

„სასამართლოში ორი მხარე გაიყო, ერთ მხარეს დგას ეს პატიოსანი ხალხი, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს ქვეყნის ეროვნულ განვითარებაში შეტანილი და მეორე მხარეს ჭოლოკავა-ივანიშვილი, რომელზეც ჰქონდა თურმე, როგორც აღმოჩნდა ივანიშვილს მთელი თავისი საბრალდებო დასკვნა აგებული, როდესაც ტელევიზიით გამოვიდა ერთი წლის წინ. საზოგადოებისთვის ნათელია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სიცრუის ბრძოლა სიმართლის წინააღმდეგ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სიცრუის გამარჯვებით ვერ დასრულდება. კარგად ვიცი, რომ ივანიშვილ-ჭოლოკავას ეს ბრალდება სასამართლოს მიერ გაქარწყლებული იქნება,“ – ამბობს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს როშ ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატია“ივანიშვილის პირადი თანაშემწის სანდოობა საზოგადოების თვალში უდრის ნულს“