გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს როშ ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს ებრაელ ხალხს როშ ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს. მილოცვის ტექსტი პრეზიდენტის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.

“გულითადად გილოცავთ როშ ჰაშანას დღესასწაულს – ახალი წლის დადგომას. დაე ეს წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის სასიკეთო განახლების, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი.
ქართველთა და ებრაელთა საუკუნო მეგობრობა, ებრაული თემის დაუღალავი გარჯა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის ჩვენი ისტორიისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს”,- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატია“ეს არის სიცრუის ბრძოლა სიმართლის წინააღმდეგ”-ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრობს