„ეს ადამიანი არ ემორჩილება ნარმანიას,” – ნიკა მელია გეგი ნიჟარაძეს აკრიტიკებს

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნიკა მელია თბილისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ქალაქის მთავრობაში მუშაობის მორალური უფლება არ აქვს.

ასე შეაფასა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც, ჩანაწერის ავტორის მტკიცებით, გეგი ნიჟარაძე მერიის თანამშრომელს სამსახურის დატოვებას აიძულებს.

„ადამიანი, რომელიც ძალადობს აპლიკანტზე გასაუბრებისას, რომელიც ჩაკეტავს მას სამი საათის განმავლობაში, აგინებს დედას, ემუქრება ფიზიკური განადგურებით, თანამშრომლობს სუს-თან, არჩილ ბებიაშვილთან ერთად, რომელიც არის ე.წ. „ოდეერი” მერიაში და მუშაობს იქ აგვისტოს თვიდან, ამ ყველაფრის ფონზე ამ ადამიანს აქვს კიდევ კადნიერება, რომ იმუშაოს დედაქალაქის მერიაში. ამას ემატება კიდევ ახალი ჩანაწერი, რაც უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ნარმანია არაფერ შუაში არ არის, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, არ ემორჩილება ნარმანიას,” – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა” დღეს ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც, მათი მტკიცებით, გეგი ნიჟარაძე მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას აიძულებს.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე კი გეგი ნიჟარაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს.

„უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ქალაქს და ქვეყანას არ ჰყავს პატრონი. როგორც ჩანს, ნარმანიას სჭირდება ადამიანები, რომლებიც სწორედ ასეთ დანაშაულებრივ სქემებში არიან გარეულები,” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის აღდგენას მიესალმება
შემდეგი სტატიასამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა