სოზარ სუბარი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის აღდგენას მიესალმება

დევნილთა და განსახლების მინისტრი იმედოვნებს, რომ კონტაქტების დამყარება გაღრმავდება როგორც ცხინვალის რეგიონთან, ისე აფხაზეთთან.

ამ საკითხზე განცხადება მან დიცში ყოფნისას გააკეთა. სუბარის განმარტებით, წინა ხელისუფლების დროს აფხაზებთან ყველანაირი კონტაქტი შეწყდა, რაც მთელ რიგ პროცესებს აფერხებდა.

„წინა ხელისუფლების დროს აფხაზეთთან ურთიერთობა მთლიანად შეწყდა, არასამთავრობოების დონეზე თუ სხვა რაიმე ფორმით, ერთადერთი ორმხრივი ფორმატი, რაც დარჩა ეს არის ჩვენს სამინისტროსა და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც გულისხმიბს ყოფილი მებრძოლების და გარდაცვლილების მონახვას, ექსჰუმაცია-იდენტიფიცირებას და და მათ გადაცემას შესაბამისი მხარეებისთვის“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველო აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის ახალ ფორმებს განიხილავს და მიესალმება, თუ მოსკოვი პირდაპირ კონტაქტებს ხელს არ შეუშლის.

banner
წინა სტატიაშიშსს ინტერპოლის ბაზაში მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემების გადამოწმებას შეძლებს
შემდეგი სტატია„ეს ადამიანი არ ემორჩილება ნარმანიას,” – ნიკა მელია გეგი ნიჟარაძეს აკრიტიკებს