ესტონეთში არჩევნები პროდასავლელმა რეფორმატორებმა მოიგეს

Prime Minister of Estonia, Taavi Roivas at the European Commissionგუშინ 1 მარტს, ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც წინასწარი მონაცემებით ისევ პროდასავლურმა მემარჯვენე ლიბერალ-რეფორმატორულმა პარტიამ გაიმარჯვა.

ესტონეთის პარლამენტში, რომელშიც 101 დეპუტატია… გამარჯვებულმა ლიბერალ-რეფორმატორებმა 28% – 30 ადგილი აიღეს, მეორე ადგილზე პრორუსული ცენტრისტული პარტია გავიდა 25%-თ და 27 ადგილით პარლამენტში, ხოლო მესამე ადგილზე სოციალ-დემოკრატები არიან 15 ადგილით. არჩევნებში მონაწილე კიდევ სამმა პარტიამ, ესტონეთის პარლამენტში ჯამში 29 ადგილი აიღო.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველი რეფორმატორული კოალიცია და მისი ლიდერი, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი, 35 წლის ტაავი რივასუ ხელისუფლებაში რჩებიან.

banner
წინა სტატიაშიქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში იჩხუბა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – ჩვენი პარტია დისკრიმინაციის ყველა ფაქტს სამართლებრივი გზით დაუპირისპირდება