ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში იჩხუბა

ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში იჩხუბა. sportall.ge-ს ინფორმაციით, 1-ელ მარტს, ესპანეთის ჩემპიონატში ბასკურ დერბის “ბილბაომ” უმასპინძლა, რომელმაც თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა – 93:75.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მოედანზე შეხლა-შემოხლა მოხდა, რომელიც შენგელიასა და ჩერნოგორიელი დეიან ტოდოროვიჩის დაპირისპირებამ გამოიწვია.
ყველაფერი “ბილბაოს” შეტევას მოჰყვა. შენგელიამ ტოდოროვიჩი წესის დარღვევით შეაჩერა, რასაც ტოდოროვიჩის მხრიდან აგრესიული პასუხი მოჰყვა. ამის შემდეგ შენგელიამ მეტოქეს დაარტყა. ამას კი ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა.
საქმეში მოედნის დაცვის სამსახურიც ჩაერთო და სიტუაცია განიმუხტა. ქართველი კალათბურთელი კი მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი დახურულ სხდომას მართავს
შემდეგი სტატიაესტონეთში არჩევნები პროდასავლელმა რეფორმატორებმა მოიგეს