“ერთი კაცის ახირების გამო პარლამენტმა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო”-ლევან თარხნიშვილი

“ერთი კაცის ახირების გამო პარლამენტმა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო”- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

თარხნიშვილი ფიქრობს, რომ ახალი კანონი ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნაგატიურ ზეგავლენას მოახდენს.

“ერთი კაცის ახირების გამო პარლამენტმა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო, ეს ყველა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება. ეს საფრთხეს შეუქმნის ლარის კურსს, ეკონომიკის განვითარებას ეს ყველაფერი კი თითოეული ჩვენგანის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება,”- აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

banner
წინა სტატიაშიხმაური ფონიჭალაში-მოკლული 17 წლის ბიჭის ახლობლები აქციას მართავენ
შემდეგი სტატია“ეს არის დემაგოგია”- თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს