“ეს არის დემაგოგია”- თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

“ეს არის დემაგოგია,”- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური ოპონენტების განცხადებებს მის მიერ შემუშავებულ კანონთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის სამსახური გამოეყო.

მეჭიაური ამბობს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ეროვნული ბანკის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზრდება.

“საშიშროება არ არის, ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა. უნდათ, რომ დისკრედიტაცია გაუკეთონ კანონს რომელიც ძალაში არ შესულა. ეს კანონი რევოლუციური ცვლილებებს ვერ მოახდენს. ყოველ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობას აამაღლებს. თუ მართლაც სწორად საქმიანობდა ეროვნული ბანკი მათ ინტერესებში უნდა იყოს ეს გამჭვირვალე მდგომარეობა, რომ გაიფანტოს არსებული ეჭვები,”- აცხადებს თამაზ მეჭიაური.

banner
წინა სტატიაში“ერთი კაცის ახირების გამო პარლამენტმა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო”-ლევან თარხნიშვილი
შემდეგი სტატიაგამოკითხვა უკრაინაში-მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობას მხარს გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტი უჭერს