ერთიანობის მარშს მუსლიმი და ებრაელი სასულიერო ლიდერები შეუერთდნენ

ერთიანობის მარშს პარიზში მუსლიმი და ებრაელი სასულიერო ლიდერები შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. ასობით ათასი ადამიანი რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე მიემართება. აქციის მონაწილეები დაახლოებით 3-კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან.
მარშს წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და მსოფლიო ლიდერები მიუძღვიან.
ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიეკა ტყეშელაშვილი: ეს იყო სიტყვის თავისუფლების ყველაზე ტრაგიკულად გამოხატული ხელყოფა
შემდეგი სტატია10 ათასიანი მარში ბელგიაშიც იმართება