10 ათასიანი მარში ბელგიაშიც იმართება

პარიზის პარალელურად, 10 ათასამდე ადამიანისგან შემდგარი მარში იმართება ბრიუსელში, სადაც სიტყვის თავისუფლების დასაცავად და ტერორიზმის წინააღმდეგ შეიკრიბნენ.
ბრიუსელში შეკრებილები მსვლელობით პატივს მიაგებენ პარიზში, მიმდინარე კვირას მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულებს. ბრიუსელის აქციაში მონაწილეობენ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. აქცის მონაწილეებს აქვთ ლოზუნგები: “მე შარლი ვარ”, “ერთად ზიზღის წინააღმდეგ” და სხვ.
ამ დროისთვის პარიზში მიმდინარეობს “ერთიანობის მარში”, რომელსაც რამდენიმე ათეული ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

banner
წინა სტატიაშიერთიანობის მარშს მუსლიმი და ებრაელი სასულიერო ლიდერები შეუერთდნენ
შემდეგი სტატიამაია ფანჯიკიძე: ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე