ადამიანის უფლებებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის მოსმენას ერთი სხდომა არ ეყოფა. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„შესაძლებელია დღეს ვერ მოხდეს შეთანხმება და სრულად ჩამოყალიბება. დღეს ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებში და ალბად ეს კონსულტაციები მთელი კვირა გაგრძელდება. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე შესაძლებელია რამდენიმე შეხვედრა კიდევ დაგვჭირდეს,“ – განაცხადა ბესელიამ.
ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის მხარდაჭერის საკითხიცაა.