გამოიწვევს თუ არა ლარის კურსის ვარდნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაძვირებას?

2 ლარი და 19 თეთრი-ერთი საათის წინ ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე დოლარის ახალი ოფიციალური კურსი დაფიქსირდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარი უკვე 2 ლარი და 22 თეთრი ღირს. რაც შეეხებათ კომერციულ ბანკებს აქ დოლარის ღირებულება 2.27 ლარია.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ეროვნული ვალუტის შესუსტება გაგრძელდა, ეს შეიძლება აისახოს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფზეც.

სპეციალისტები ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ, რაც მათი აზრით სავალუტო ფონდისგან ვალის აღებაში არ გამოიხატება. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობისგან კრედიტის აღება გაუმართლებელია, რადგან უცხოური ვალუტის შემოსვლა დროებით ეფექტს მოიტანს, ხელისუფლებამ კი გრძელვადიან ნაბიჯებზე უნდა იფიქროს.

„სანამ აფეთქდებოდა სიტუაცია მანამდე უნდა მოეხდინა მთავრობას ლარის დევალვაცია. თუ სავალუტო ფონდი გრანტს მისცემს, ცუდი არ იქნება, მაგრამ მუქთა ფულის წინააღმდეგი ვარ. იმიტომ, რომ მთავრობა რომელიც ეჩვევა მუქთა ფულს, ფულს რომელსაც შენ არ გამოიმუშავებ, შენი გონება არ არის ჩადებული, გაძლევენ იმიტომ რომ ხარ უუნარო, იმიტომ რომ რეალურად არ შეგიძლია საქმის კეთება, ყოველთვის არის გამხრწნელი,“ – აცხადებს დემურ გიორხელიძე.

banner
წინა სტატიაშირატომ დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა ზაქარია ქუცნაშვილმა?
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: უმრავლესობას გვენეტაძის კანდიდატურაზე შესაჯერებლად ერთი სხდომა არ ეყოფა