ეკა ბესელია: მე ვერ ვხედავ მიზეზს თავდაცვის მინისტრის დაბარების

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პარლამეტში თავდაცვის მინისტრის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნაზე კომენტირებისას განუცხადა.
“მე არ მჯერა არც ერთი ფაქტის, რომელზეც საუბრობს თარგამაძე ან ბოკერია. მათვის სანიმუშო სტანდარტი იმისა, როგორი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი, იყო ბაჩანა ახალაია. ამ სტანდარტებით მოსაუბრე ადამიანებისგან ვერ მივიღებ ვერც ერთ შეფასებას. რაც შეეხება პარლამენტში მინისტრის მოწვევას, რა მოვლენები განვითარდა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით? რის გამო უნდა დავუძახოთ მინდია ჯანელიძეს? მე ვერ ვხედავ მიზეზს თავდაცვის მინისტრის დაბარების”, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიყინულზე დაწერილი მინსკის შეთანხმება
შემდეგი სტატიაზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე დევნილთა 34 კორპუსი აშენდება