ყინულზე დაწერილი მინსკის შეთანხმება

0_70fc6_325edd2d_orig - копия (3)მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულმა მხარეებმა უკვე მეორე დღესვე დაიწყეს ამ შეთანხმების შეუსრულებლობი შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე ზრუნვა.
ასე მაგალითად პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში მხარე არ არის და მას შეთანხმების რეალურად განსახორციელებლად არანაირი მოქმედება არ შეუძლია… ,,რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც კონფლიქტის მონაწილეებმა ჩართეს ამ საქმეში. ეს არის ქვეყანა, რომელმაც კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მისნკის შეთანხმების შესრულების შესახებ ღონისძიებათა კომლექსის ხელმოწერისკენ მოუწოდა. მაგრამ რუსეთი არ არის ამ კონფლიქტის მხარე, რომელმაც ეს ღონისძიებები უნდა გაატაროს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იყოს გარანტორი, შეუძლია მოუწოდოს სხვებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მხარე, რომელსაც რაიმე მოქმედება შეუძლია. ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად რაიმეს გაკეთება არ შეგვიძლია,, აცხადებს პუტინის პრესმდივანმა.
მოლაპარაკებებში ჩართულმა გერმანიის კანცლერმა კი დღეს პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში არ გამორიცხა, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს დააწესებს, თუ ის მინსკის შეთანხმების პირობებს არ დაიცავს. ,,თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენ მომავალშიც სიხარულით გავყვებით ახალი შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესს, ხოლო თუ სირთულეები იქნება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ახალ სანქციებს რუსეთის მიმართ,, განაცხადა ანგელა მერკელმა.
რუსეთის მიმართ სასნქციის ფარგლებში, ევროკავშირის დიპლომატიურმა წყაროებმა დღეს დაადასტურეს, რომ მიუხედავად მინსკში მიღწეული შეთანხმებისა, ევროკავშირი მაინც უწესებს სანქციებს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ 19 ფიზიკურ პირს, რომელთაგან 14 უკრაინის მოქალაქე სეპარატისტია და 5 რუსეთის მოქალაქე. ევროკავშირი სანქცირებულ პირთა სიას ორშაბათს 16 თებერვალს გამოაქვეყნებს.
შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა აშშ-ც. სახელმწიფო მდივან ჯონ კერის განცხადებით, ,,თუ რუსეთი და სეპარატისტები შეასრულებენ მინსკის შეთანხნებით გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ აშშ მზად იქნება შეამსუბუქოს სანქციები, რუსეთის მიმართ. ჩვენ დავაკვირდებით მათ მოქმედებებს თუ როგორ შეასრულებს შეთანხმებებს რუსეთი საქმით და არა სიტყვით.,, განაცხადა ჯონ კერიმ ამასთანავე დასძინა, რომ აშშ განიხილავს რუსეთის მიმართ ახალი სანქციებსაც, თუმცა სასურველი იქნებოდა ამის საჭიროება არ დადგეს.
უკრაინის რადასა და ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული პირებიც სკეპტიკურად არაიან განწყობილი იმის მიმართ, რომ რუსეთი განუხრელად დაიცავს მინსკის შეთანხმებას, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ,,არ არის საჭირო ილუზიების აგება ამ თემაზე, მე არ მინდა მიამიტ ადამიანად გამოვიყურებოდე, რადგან ვერ ვხდედავ გარანტიებს მინსკის მშვიდობიანი გეგმის განსახორციელებლად,, განაცხადა პოროშენკომ დღეს ნაციონალური გვარდიის სასწავლებელში სტუმრობისას. ხოლო უკრაინელი სეპარატისტების ერთერთმა ლიდერმა, ანდრეი პურგინმა, გუშინ მათ მიერვე ხელმოწერილ დოკუმენტზე განაცხადა, რომ მთელი რიგი პუქტები მინსკის დოკუმენტისა, შეცავს მათთვის მიუღებელ მუხლებს, და ეს მუხლები უნდა შეიცვალოს.
ყოველივე ამის ფონზე კი, უკრაინის აღმოსავლეთით, მარიუპოლის დებალცევოს, ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით ბრძოლები და დაბომბვები არ წყდება. იღუპებიან როგორც სამხედროები ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. მინსკის შეთანხმების მიხედვით, საომარი მოქმედებები უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, 15 თებერვალს ღამე 0 საათსა და 00 წუთზე უნდა შეწყდეს. რამდენად მოხდება ცეცხლის მასშტაბური შეწყვეტა, ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ  თუნდაც მცირე ხნით ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის მოსახლეობას გარკვეული ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

მოამზადა კახაბერ ადამიამ

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: გარიცხვა და რადიკალური ზომები როგორ შეიძლება?
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: მე ვერ ვხედავ მიზეზს თავდაცვის მინისტრის დაბარების