ევროპის სახალხო პარტია საოკუპაციო ხაზის გადმოწევას მკაცრად გმობს

ევროპის სახალხო პარტია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ახალი ნიშნების დადგმას და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის 2 კილომეტრით გაგრძელებას.

“რუსეთი დამატებით ახდენს საქართველოს პროვოცირებას რეგიონში დაძაბულობის შექმნით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული მყიფე მშვიდობის რღვევით. ასეთი ქმედებები წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს როგორც საქართველოს, ისევე სამხრეთ კავკასიის რეგიონული და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის,” განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.

რუსეთის მისწრაფება მოიპოვოს კონტროლი ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მიმდებარე ნაწილებზე და ენერგორესურსების მიწოდებაზე არის საქართველოს ტერიტორიაზე მათი უფრო ფართო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის მისცეს საშუალება ევროკავშირის მონიტორინგის მისიას თავისუფლად და ხელის შეშლის გარეშე იმუშაოს საქართველოს ტერიტორიებზე რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ამავდროულად, ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს და ევროკომისიას ყურადღებით მიადევნონ თვალი არსებულ ვითარებას და განახორციელონ შესაბამისი დიპლომატიური მოქმედებები.

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% არის უკანონოდ ოკუპირებული რუსეთის მიერ: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ევროპის სახალხო პარტია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

banner
წინა სტატიაშიარა მცოცავ ოკუპაციას- ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან ლიტვის კონსერვატიულმა პარტიამ აქცია გამართა (ფოტო)
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი 18 ივლისის აქციას უერთდება…