,,არ მაინტერესებს ნაცი, ქოცი, ზვიადისტი, არცერთი ისტი და არცერთი ანტი!
არ მაინტერესებს არც ჩემი და არც სხვისი პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ!
არ მაინტერესებს არცერთი აქციის ავტორი, თუ ეს აქცია ჩემი ქვეყნის მომავალს ემსახურება!
ყველა, ვინც ერთიანდება რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ჩემთვის, ჩემი ჩათვლით, უბრალოდ ქართველია, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე!
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად გაემიჯნოს ბრიყვთა და ნაძირალათა ნაზავი ხელისუფლების პოლიტიკას!
ნებისმიერი საპროტესტო აქცია, მანიფესტაცია, პეტიცია თუ განცხადება, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას გმობს და ემიჯნება – ეს არის ჩვენი მომავალი თაობისთვის გზის გაწმენდა, იმ თაობისთვის, რომელმაც მონათა მმართველობა და საზოგადოება უნდა შეცვალოს!
არ ველი ჩვენი პროტესტისგან შედეგს დღესვე!
შედეგი იქნება მომავალში, თუ ყველა ერთად ვიქნებით!
სწორედ ამიტომ, მე ვიღებ მონაწილეობას 18 ივლისის აქციაში, ვაწერ ხელს ნებისმიერ პეტიციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და არც ვკითხულობ, ვინაა ამის ინიციატორი!
ჩემთვის უპირველესი ამოცანაა, ჩვენი პოზიცია მკვეთრად გაემიჯნოს ხელისუფლების პოლიტიკას!
ასე სჭირდება ჩვენს შვილებს!
იმიტომ, რომ მე ქართველი ვარ!
იმიტომ, რომ მე საქართველოს მოქალაქე ვარ!
სტატუსი: საქართველოს რიგითი მოქალაქე,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში…