დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია იძაბება

დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავსუკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დღეს განაცხადა, რომ “ქვეყანამ თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მძიმე წელი გამოიარა” და მზად არის “წინ წავიდეს”–ამის შესახებ მან კიევში, სოფიას მოედანზე, საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას თქვა, რომლიც სახელმწიფო დროშის დღეს მიეძღვნა.

“24 წლის უკან აღდგენილი ჩვენი დამოუკიდებელი დროშა უკვე ღრმად გაჯდა ჩვენს ცნობიერებაში” – პოროშენკოს სააგენტო უნიანი ციტირებს. პრეზიდენტის თქმით, დროშამ მეიდანის მოვლენებში დიდი როლი ითამაშა, განსაკუთრებული როლი ქონდა მას “ღირსების რევოლუციისას”, შემდეგ კი “უკრაინელი ხალხის ომში დამოუკიდებლობისათვის”, “დროშა იცავს პოზიციებს აღმოსავლეთ ფრონტზე” – დაამატა პრეზიდენტმა.
დროშის დღესთან დაკავშირებით კიევის სხვადასხვა რაიონში გაიმართა ღონისძიებები.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ვიტალი კლიჩკოს თქმით, “უკრაინის დროშა – ეს ის სიმბოლოა, რომელიც ძალას და შემართებას აძლევს მეომრებს ფრონტზე”.

banner
წინა სტატიაშილიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაში+ფოტო
შემდეგი სტატიავერეს ხეობაში დაზიანებული გზატკეცილის ნაწილი 15 სექტემბერს გაიხსნება