ვერეს ხეობაში დაზიანებული გზატკეცილის ნაწილი 15 სექტემბერს გაიხსნება

ვერეს ხეობაში დაზიანებული გზატკეცილის ნაწილი 15 სექტემბერს გაიხსნება

 ვერეს ხეობაში დაზიანებული გზატკეცილის ნაწილი 15 სექტემბერს გაიხსნებავერეს ხეობაში დაზიანებული გზატკეცილის ნაწილი 15 სექტემბერს გაიხსნება.თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შეთანხმებული გეგმის მიხედვით, გზის ერთი ნაწილი დაახლოებით 15 სექტემბრისთვის გაიხსნება, სექტემბრის ბოლომდე კი გზაზე მოძრაობა მთლიანად იქნება შესაძლებელი.

„სამუშაოები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც დღის, ასევე მთელი ღამის განმავლობაში, რათა დროულად იქნას დასრულებული ხიდის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს გზების ჩაწყვეტილი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. წყნეთის 13 ნომერთან გამორეცხილი მონაკვეთისთვის შენდება ძალიან დიდი საყრდენი კედელი, აქედან გამომდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს გზა მთლიანად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიდღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიასირიასა და ერაყში 100-მდე გერმანელი ჯიჰადისტი დაიღუპა