დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა. მისი ახლობლები, ოჯახის წევრები და თანამებრძოლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ და აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩავარდა, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი ცხინვალის მე-5-ე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

banner
წინა სტატიაშისოფელ გოგოლესუბანში ცოლმა ქმარი დაჭრა
შემდეგი სტატიაპურის მწარმოებლები- პურზე ფასის მატება გარდაუვალია