პურის მწარმოებლები- პურზე ფასის მატება გარდაუვალია

სოფლის მეურნეობის მინისტრის შემდეგ პურზე ფასის მომატებასთან დაკავშირებით განცხადებას პურის მწარმოებლები აკეთებენ. მათი თქმით, ქვეყნის მთავარ პროდუქტზე ფასის მომატება გარდაუვალია.

პურის მწარმოებლების თქმით, ფქვილის ფასი მომატებულია და, თუკი ის არ გაიაფდება, მაშინ პურის ფასიც გაიზრდება.

„თუ ფქვილის ფასი არ გაიაფდა და ელექტროენერგიის ფასის მატება სექტემბრიდან იქნება, პურზე ფასის მატება გარდაუვალი იქნება,“ – აცხადებს შპს პური ჩვენი არსობისას წარმომადგენელი, ომარ ფურცელაძე.

კომპანია იფქლის დირექტორმა კი განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პურზე ფასის მატებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

დღეს ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
შემდეგი სტატიამერაბ ჟორდანია ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს