დონბასელი სეპარატისტების ამნისტია

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სეპარატისტების ამნისტიის პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ დღეს უშიშროების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია უწყების ვებ გვერდზე. თუკი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეომრები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და საკუთარი ნებით იტყვიან უარს “ტერორისტული მოქმედებებისგან”, სისხლის სამართლის დევნისგან განთავისუფლდებიან. ამნისტირებული იქნებიან ისინი, ვინც მონაწილეობას არ იღებდა საომარ მოქმედებებში, წამებაში და სხვა მძიმე დანაშაულებებში და “სურვილი აქვთ გამოასწორონ შეცდომები უკრაინის სასარგებლოდ წარმოებული პატიოსანი შრომით” – ნათქვამია განცხადებაში. უშიშროების თანამშრომლები აღნიშნულ ინფორმაციას თვითონცე აცნობენ ოჯახებს. ისინი უკვე 52 მეომრის სახლში იმყოფებოდნენ და კიევმა დაახლოებით 60 ადამიანი გამოუშვა აღნიშნული ამნისტიით.

banner
წინა სტატიაშიკიევი: უკრაინის საზღვართან 50 ათასი რუსი ჯარისკაცი დგას
შემდეგი სტატიაუკრაინა: გაერო მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს