კიევი: უკრაინის საზღვართან 50 ათასი რუსი ჯარისკაცი დგას

უკრაინა: ნამდვილი მშვიდობის იმედი გაჩნდა

უკრაინის გენშტაბში განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან 50 ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.
“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით რუსეთის ფედერაციის 50 ათასი ჯარისკაცია მობილიზებული. ამით რუსეთი უკრაინაზე გავლენის მოხდენას ცდილობს, რომელმაც თავის მხრივ, პრინციპული და მყარი მოზიციები დაიკავა მინსკის მოლაპარაკებებზე” – განაცხადა უწყების სპიკერმა ვლადისლავ სელეზნიოვმა.

კიევი და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს დონბასის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობაში სდებენ ბრალს.
მოსკოვმა არა ერთხელ უარყო ზემოთაღნიშნული ბრალდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
შემდეგი სტატიადონბასელი სეპარატისტების ამნისტია