დინამოს მოქმედი მფლობელი საკუთარ ინტერესებს სასამართლოში დაიცავს

სკანდალი თბილისის დინამოს გარშემო. კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრები დინამოს დაბრუნებას ითხოვენ. მათ უკვე მოამზადეს სარჩელი, რომელიც უზენაეს სასამართლოში შეიტანეს. საუბარია 2007 წელს თბილისის დინამოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

დინამოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მზად არის არსებული დავა სასამართლოს გზით გადაჭრას.

კლუბის მფლობელი რომან ფიფია საქართველოში არ იმყოფება, თუმცა კურიერთან დინამოს კლუბის დირექტორი ნიკა ჯღარკავა აცხადებს, რომ ამ საქმეზე სასამართლო დავა მათ ადრეც მოუგიათ და დღესაც მზად არიან კიდევ ერთხელ დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე.

„ჩვენ მივესალმებით სასამართლო პროცესს, რომ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ თემით სპეკულირება,“ – განაცხადა ჯღარკავამ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია გუბერნატორ ლევან შონიას მიმართავს–რა მოხდა ზუგდიდში
შემდეგი სტატიაქვეყანაში ფქვილის იმპორტი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს – შემოსავლების სასამხური