კახა მიქაია გუბერნატორ ლევან შონიას მიმართავს–რა მოხდა ზუგდიდში

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას მეგობარი ანზორ ჩხეიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტების კოორდინატორის დავით კოდუას მამა, ოთარ კოდუა  სუპერმარკეტთან მანქანით მდგარ საკრებულოს წვრს, “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაიას მიუვარდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს– ამის შესახებ იტყობინება “თაიმერის” კორესპოდენტი ზუგდიდიდან. მიქაიას განცხადებით, შელაპარაკების დროს კოდუა საკუთარ მანქანასთან გაიქცა, რომ მისთვის გადაევლო, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა, ნაჯახი გადმოიღო მანქანიდან და ნაჯახით დაუწყო მიქაიას გამოკიდება. როგორც მიქაია აცხადებს ამ ფაქტის თვითმხილველები არსებობენ.

"დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციის

“მე თავის დროზე დამსდევდა ნაციონალური მოძრაობა და იცით ჩემი დამოკიდებულება ნაციონალების მიმართ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ კახა მიქაიას ნაჯახით ნაციონალები არ გამოდევნებიან ქუჩაში. მიქაიასთვის არ დაუმტვრევიათ მანქანის საქარე შუშა, მიქაიას მეგობრებისთვის არ დაუმტვრევიათ ცხვირ–პირი, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ვიყავი. სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის ყველა სიმძიმემ ჩემს კისერზე გადაიარა” – ამბობს მიქაია და გუბერნატორს, ლევან შონიას მიმართავს: “კახა მიქაიას გაჩერება ვერ შეძლო ვერც ედუარდ შევარდნაძემ, ვერ მიხეილ სააკაშვილმა, ვერც ასლან აბაშიძემ, ვერც როლანდ ახალაიამ და ახლა ვინმე შონია (სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი) თავისი ზონდერ ჯგუფებით ჩემს გაჩერებას ვერ შეძლებს! თუ დღევანდელი ხელისუფლება ქმნის და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას, მან უნდა მოუსმინოს ოპონეტებს. თუ ოპონენტებს არ მოუსმენენ წავიდნენ პუტინთან მოსკოვში.მე უსამართლობის და დღევანდელი ზონდერების, ოცნებაში პორტირებული ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ” – ამბობს კახა მიქაია.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, ზემოთჩამოთვლილი პიროვნებები სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ “ქართულ ოცნებაში” დაპორტირდნენ. მიქაიას თქმით, აღნიშნული პიროვნებები ახალაიასთვის იარაღს აგროვებდნენ და ე.წ. “რეზერვის საფარქვეშ” ზონდერ ჯგუფებს ქმნიდნენ.

 ახლა ვინმე შონია ტავისი ზონდერ ჯგუფებით ჩემს გაჩერებას ვერ  შეძლებს!

მიქაიასა და ზემოთაღნიშნულ პიროვნებებს შორის დაძაბულობა გამოიწვია  დავით კოდუასა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტს ემა გოგოხიას ერთობლივ ფოტოზე გაკეთებულმა კახა მიქაიასა და მისი მეგობრების კომენტარებმა.

“თაიმერი” დავით  კოდუას დაუკავშირდა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მას გარკვეული დრო სჭირდება კომენტარის გასაკეთებლად. კოდუას კომენტარს აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

banner
წინა სტატიაშიმ.იაშვილის კლინიკის “სისხლის ბანკში” სისხლის დეფიციტია
შემდეგი სტატიადინამოს მოქმედი მფლობელი საკუთარ ინტერესებს სასამართლოში დაიცავს