დიდუბის პანთეონი იხურება

დიდუბის პანთეონი ოფიციალურად დაიხურება – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.
საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის დახურვის საკითხი იყო.
გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, პრაქტიკულად დიდუბის პანთეონში არ არის საშუალება მიცვალებულის დასაკრძალად, ამიტომ ბოლო 2-3 თვეა უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილი მოიძებნოს.
“შერჩეული იყო რამდენიმე ადგილი. ეს გახლდათ ე.წ. რუსთაველის მონუმენტი, რომელიც ლოტკინის ასახვევშია. ასევე ზურაბ წერეთლის მიერ აგებული “მეფეთა მონუმენტი”, რომელიც თბილისის ზღვაზეა, მაგრამ ბოლოს კომისიამ გადაწყვეტილება შეაჩერა ახლად მშენებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის შემოგარენზე. ამაზე მიდის ახლა საუბარი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ჩართული არის სპეციალისტები, სასულიერო პირები, მოქალაქეები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პანთეონს, როგორც ისტორიულ ადგილს და არა მხოლოდ დასაკრძალ ადგილს თავის იერსახეს მიანიჭებს და ჩვენს დედაქალაქს ექნება შესაფერისი პანთეონი”, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნადირაძე – თბილისის მერიის ქვემდებარე 8 ორგანიზაციას სახელფასო დანამატები დაუწესდა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: ასეთი კარდინალური ცვლილებისთვის ვიღაცები არ არიან მზად