ლევან ბერძენიშვილი: ასეთი კარდინალური ცვლილებისთვის ვიღაცები არ არიან მზად

ხელისუფლება 2016 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. ამ საკითხზე ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ.

“არგუმენტი, რომლითაც ახლავე ვერ იცვლება სისტემა არის ის, რომ ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ასეთი კარდინალური ცვლილებისთვის ვიღაცები არ არიან მზად, ამ წუთას ჩვენ შევეცდებით იგი მეტნაკლებად რაღაცას დავამსგავსოთ,” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმაც.

“თუ რეიტინგი პარტიას არ ექნება, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა სიით იქნება წარმოდგენილი თუ მაჟორიტარული სისტემით, ვისაც არ აქვს რეიტინგი, ის რატომღაც ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწევს პროპორციული სისტემით, რაშიც მე ეჭვი მეპარება,”-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდიდუბის პანთეონი იხურება
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი საქართველოში ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტს აანონსებს