დეპუტატები ნარკოტიკული საშუალებების ნუსხის გაზრდის საკითხს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს დეპუტატები ნარკოტიკული საშუალებების ნუსხის გაზრდის საკითხს განიხილავენ.

კომიტეტში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაზეც იმსჯელებენ.

ცვლილების შედეგად იმ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობების განხილვა დაჩქარდება, რომლებიც ტერორიზმთან დაკავშირებულ და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციებს დაქვემდებარებულ პირთა სიაში არიან.

banner
წინა სტატიაშიმუხიანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები შიმშილობას განაგრძობენ