განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები შიმშილობას განაგრძობენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა მცირე ნაწილმა მთელი ღამე გაათენა. ისინი მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ.

აბიტურიენტები ამ წუთებშიც იქ იმყოფებიან და შიმშილობას აგრძელებენ. ახალგაზრდები უწყებასთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას.

მათ ის აბიტურიენტები არ უერთდებიან, რომლებმაც ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს. მათი თქმით, ისინი შეეცდებიან, ეს საკითხი მოლაპარკების გზით მოაგვარონ.

მეორად ჩარიცხვებს 700-მდე აბიტურიენტი ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატები ნარკოტიკული საშუალებების ნუსხის გაზრდის საკითხს განიხილავენ
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3493 ლარი გახდა