დედის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი არასრულწლოვანია

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

თბილისში, ჭავჭავაძის 29-ში დედის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი არასრულწლოვანია.

ამის შესახებ კორპუსის მაცხოვრებელები საუბრობენ, რომელთა თქმით, ეჭვმიტანილი 16 წლისაა.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილს 3 შვილი ჰყავს. ის, სავარაუდოდ უფროსმა შვილმა დაჭრა, რომელიც შემდეგ მე-11-ე სართულიდან ცდილობდა გადმოხტომას. მას ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ამ დროისთვის ის დაკავებულია.

დაჭრილი ქალი კი ეზოში ლიფტით უმცროსმა შვილებმა ჩიყვანეს, რომელთა შორის ყველაზე პატარა 4 წლისაა.

ეზოში მისი გადარჩენა მეზობელმა შეძლო, რომელიც ექიმია და მოახერხა, არტერია გადაეკეტა.

ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება. სავარაუდოდ, მიყენებული დაზიანება მძიმე არ არის.

banner
წინა სტატიაშიკიოლნის ციდან ფული ცვიოდა
შემდეგი სტატია,,უსაფრთხოების მიზნით პრევენციულ ღონისძიებას ვახორციელებთ და ხალხი გამოგვყავს”