კიოლნის ციდან ფული ცვიოდა

კიოლნის ციდან ფული ცვიოდა

კიოლნის ციდან ფული ცვიოდავალრაფპლატცის მოედანზე მოსეირნეების თავზე 5 და 10 ევროიანი ფულის კუპიურები ცვიოდა. ვიღაც რატომღაც ფულებს აბნევდა.

10 ივნისი, უსიხარულო ამინდი კიოლნში. ცაში ახედვა არ მოგინდებოდა: ნესტი, სიმუქე, წვიმა. და უცებ მოსეირნეების თვზე , ქალაქის ცენტრში, წვიმის წვეთებთან ერთად ციდან ფულის ბანკნოტებმ ადაიწყო ცვენა.
საერთო ჯამში სამნახევარი ათასი ევრო «ქარს გაატანა» 50 წლის იოაჰიმ აკვამ, რომელიც პატარა ქალაქ ერლენბაჰ-დანში ცხოვრობს. მაგრამ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მან ეს გართობის გამო გააკეთა ან იმის გამო, რომ მილიონერია. აკვა ფინანსური კონსულტანტია და ის არც თუ ისე ცუდად გამოიმუშავებს.მაინც რატომ გაანიავა აკვამ ამ გზით ფული?

მისი თქმით, აკვას უნდა ხალხს შეახსენოს იმ პრობლემების შესახებ, რასაც ჩვენი პლანეტა განიცდის და მათ პრობლემის გადაჭრისკენ უბიძგოს.
აკვა ერთ-ერთი სამოქალაქო ინოციატივის ავტორია, რომლის მიზანია მსოფლიო ბიუჯეტში ფულის სწორად გადანაწილების მოთხოვნა. ის მხარს უჭერს შემოიღონ «მსოფლიო საბანკო ანგარიშები» კერძო შემოწირულობებისთვის სხვადასხვა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც შიმშილის, სიღარიბის და ომის პრობლემების გადაჭრას მოემსახურება.
ანალოგიური აქცია აკვამ და მისმა მაგობარმა მხატვარმა დალნიელა ტიბენმა გასულ წელს ბრანდერბურგის კარიბჭესთანაც გააკეთეს ბერლინსა და ფრანკფურტში. გერმანიის დედაქალაქში 9 ათასი ევრო გაფანტეს, ფრანკფურტში 3 ათასი.
კუპიურები ტომრებიდან ცვივა, რომელიც დიდ საჰაერო ბუშტზეა მიმაგრებული. აკვა ჯერ ბუშტს უშვებს ჰაერში, შემდეგ კი «საიდუმლო» თოკს გამოწევს და ფულის «წვიმა» იწყება. აქციის დასრულების შემდეგ ჰელიუმით დაბერილ ბუშტებს ბავშვებს ურიგებენ. ამასთანავე, ბევრი გამვლელი, რომლებიც ფულს იჭერენ, მას მაშინათვე უბრუნებენ.
იოაჰიმ აკვა წინასწარ არასდროს აცხადებს აქციის შესახებ, ასე რომ «ფულის წვიმა» ყოველთვის სიურპრიზად რჩება გამვლელებისთვის.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის საატესტაციო კომისიამ 45 ტრენერ-კონსულტანტი შეარჩია
შემდეგი სტატიადედის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი არასრულწლოვანია