კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას, კოტე აფხაზის, ვირსალაძის, ათონელის, ჭანტურიას, სანაპიროს, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ღოღობერიძის და ჟორდანიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სიხარულიძის, გარიშვილების, გამყრელიძის, თიანეთის, გარიყულის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II მიკრორაიონის გოთუას, შარტავას, მარგიანის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ტოვსტონოგოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.