დაჭრილი პოლიციელი ქალი გარდაიცვალა

პარიზის სამხრეთით დღეს მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი პოლიციელი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ფრანგულ მედიას პოლიციამ დაუდასტურა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. პოლიციელები მოკამათე მძღოლებს მიუახლოვდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მათ ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციელი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ერთ-ერთი ეჭმიტანილი დაკავებულია. მეორეს კი. რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ისროლა, პოლიცია ისევ ეძებს.

banner
წინა სტატიაში„პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურა არაფორმალური ივანიშვილი,“- გიგი უგულავა
შემდეგი სტატიამარტვილის რაიონში უკანონოდ მოჭრილი ნაძვის ჯიშის ხე-ტყე აღმოაჩინეს