დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა „ყაზბეგის მარათონში“ მიიღეს მონაწილეობა

დაბა სტეფანწმინდაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად „ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი“ გაიმართა.

გარბენში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავებული 6 ჯარისკაცი მონაწილეობდა. 42-კილომეტრიან ესტაფეტაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის გუნდებიც იყვნენ ჩართულნი.

დაშავებულმა ჯარისკაცებმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პირველი სამი საპრიზო ადგილი გაინაწილეს.

„ყაზბეგის მარათონი“ წელს მეექვსედ გაიმართა. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრზე მიმდინარეობდა, ქართველების გარდა უცხოელებიც მონაწილეობდნენ. სპორტული შეჯიბრი ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯიას“ ორგანიზებით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხვალ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა ლაშა მაქაცარიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აპროტესტებს