დავით უსუფაშვილი: ყველა პოლიტიკოსმა უარი უნდა ვთქვათ ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა, თუ ოპოზიციონერმა უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობის, ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა “ფეისბუქის” ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.

“ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:
ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე;
ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი.
მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის”,-წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიკარლ ბილდტი: საქართველოს მთავრობა ცდილობს დახუროს წამყვანი ტელეკომპანია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება