გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება

kon1

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი გამოეხმაურნენ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწოდებას, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს კონსულტაციებისკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარდა, მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდებიან ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტები ინგა გრიგოლია და ეკა მიშველაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ყველა პოლიტიკოსმა უარი უნდა ვთქვათ ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე
შემდეგი სტატიასაქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს კახა მიქაია ეხმიანება